სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 200 ერთეული შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემა გაუგზავნა

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 200 ერთეული შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემა გაუგზავნა

11-02-2025 17:40
კატეგორიები: მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 200 ერთეული შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემა გაუგზავნა, – ამის შესახებ სამხრეთკორეული მედია ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, ფხენიანი, სავარაუდოდ, აპირებს, რუსეთში გაგზავნოს დამატებითი ჯარისკაცები და სამხედრო აღჭურვილობა.

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა მიმდინარე წელს, რომელიც არის მისი ხუთწლედის ბოლო წელი, სავარაუდოდ, გააორმაგებს იარაღის გამოშვებას. გეგმა მოიცავს თანამედროვე შეიარაღების, მათ შორის ატომური წყალქვეშა ნავების, ჯაშუშური თანამგზავრებისა და მყარსაწვავიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების განვითარებას.

სამხრეთკორეული მედიის შეფასებით, ეს ზრდის შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მიიღოს რუსეთის ტექნოლოგიური დახმარება სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.

პოსტი ნახა: 412


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე