კახა კალაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს - თუ ვინმეს რამის თავი აქვს, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ

კახა კალაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს - თუ ვინმეს რამის თავი აქვს, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ

03-03-2025 16:14
კატეგორიები: პოლიტიკა

ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია - თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს კანონით დადგენილ დროს ჩატარდება.

„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - 100%-ით, რომ არჩევნები ჩაინიშნება რამდენიმე თვეში, ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვთ, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ.

რაც შეეხება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს, ეს გაიმართება, როგორც კანონით არის დადგენილი - 2028 წელს. დანარჩენი ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაცა გამოდის იქ, რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება… ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება, მთავარია ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, - განაცხადა კალაძემ.

პოსტი ნახა: 468


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!