"ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა გომარელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ამ სამწუხარო მოვლენასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გაუქმდეს ქვიშხეთში დაგეგმილი ყიფიანობის სახალხო დღესასწაული, რომლის აღნიშვნაც ლუკას დაკრძალვის დღეს ემთხვეოდა
მუნიციპალიტეტის მერია თანაუგრძნობს ლუკას ოჯახს, მეგობრებს, სკოლას, ქვიშხეთს." - წერს ხაშურის მერია.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის ლუკა გომარელი 20 აპრილს დაიღუპა. მაშველები მას მდინარეში რამდენიმე საათი ეძებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.