მამა, უფროსი ვაჟი და ტყუპი გოგონები - ვინ არიან სოფელ ნერგეეთში, სტიქიის დროს დაღუპული ერთი ოჯახის წევრები

მამა, უფროსი ვაჟი და ტყუპი გოგონები - ვინ არიან სოფელ ნერგეეთში, სტიქიის დროს დაღუპული ერთი ოჯახის წევრები

07-02-2024 17:47
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

წუხელ გვი­ან ღა­მით, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პუ­ლია 8 ადა­მი­ა­ნი. კი­დევ ერთს კი მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში სტი­ქი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მაშ­ვე­ლებ­მა მა­მი­სა და მისი სამი შვი­ლის - უფ­რო­სი ვა­ჟი­სა და ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე მე­ტად მათი სახ­ლი და­ზი­ან­და. რო­გორც ბავ­შვე­ბის პე­და­გო­გი გვიყ­ვე­ბა, ეზო სრუ­ლად გას­წო­რე­ბუ­ლი იყო, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი კი მე­წყერ­მა მდი­ნა­რის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ის­რო­ლა.

იმ ღა­მეს სახ­ლში გია რო­ბა­ქი­ძე და მისი შვი­ლე­ბი, ტყუ­პი დები, ანა და ქეთი და ძმა, და­ვი­თი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, დედა წლე­ბია რაც სა­ზღვარ­გა­რეთ ემიგ­რა­ცი­ა­შია.

დათო რო­ბა­ქი­ძე

ანა და ქეთი მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, და­ვი­თი მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. რო­გორც ბავ­შვე­ბის პე­და­გო­გი გვიყ­ვე­ბა, დედა ხში­რად ურე­კავ­და მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და და შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ყო­ველ­თვის კი­თხუ­ლობ­და ამ­ბებს.

ანა და ქეთი რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი

"მე­ხუ­თე კლას­ში იყ­ვნენ გო­გო­ნე­ბი, იტა­ლი­ა­ში რომ წა­ვი­და, მე­ზობ­ლე­ბი ვართ და ხში­რად მწერ­და ხოლ­მე. მათი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე გდია. გას­წო­რე­ბუ­ლია მა­გა­თი ეზო მი­წას­თან. ისე­თი კარ­გი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, მა­გა­თით მი­ხა­რო­და სკო­ლა­ში შეს­ვლა.“ - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ხი­ზა­ი­ნე­იშ­ვი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის პე­და­გო­გი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­გე­ეთ­ში მე­წყრის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა კი 150 000 მ3-ს შე­ად­გენს. მი­წის მასა ჩა­მოშ­ლი­ლია გზის და­ახ­ლო­ე­ბით 200-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე.

პოსტი ნახა: 879

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!