ხაშურის მერი - დაბა სურამში, სადაც მეწყრული საშიშროების გამო, წუხელ 40 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, გეოლოგები მუშაობენ - წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, მასა შეჩერებულია

ხაშურის მერი - დაბა სურამში, სადაც მეწყრული საშიშროების გამო, წუხელ 40 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, გეოლოგები მუშაობენ - წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, მასა შეჩერებულია

08-02-2024 04:55
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის განცხადებით, დაბა სურამში, სადაც მეწყრული საშიშროების გამო, წუხელ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, გეოლოგები მუშაობენ.

როგორც მერი განმარტავს, თუ რა პერიოდში შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ეს უცნობია, ვინაიდან ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

„წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, არ განვრცობილა, ისევ ისეა ის მასა შეჩერებული, ახლა უკვე გეოლოგები არიან ჩამოსულები, ადგილზე იმუშავებენ და რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით მივიღებთ შესაბამის ზომებს, რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი. რაც მთავარია, წუხელ მოვახდინეთ აქ მაცხოვრებელი ხალხის ევაკუაცია, დაახლოებით, 40 ოჯახია გადაყვანილი, 10 ადამიანი ჩვენს მიერ სასტუმროშია მოთავსებული. გააჩნია, რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი, ბეტონის ჩასხმა და ა.შ. თუ იქნება საჭირო, ეს გრძელვადიანი პერიოდია“, - განაცხადა ჩიტიაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის გამო, დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საშიში ზონიდან 40 ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო.

პოსტი ნახა: 227


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!