როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიამ თქვა ის, რის თქმასაც ვერ ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ბედავენ და ამ მიზეზით, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ.
„ბოლო დროს ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა. როცა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, არათუ ეს არ მოსწონს რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის ისიც ამოშალეთ, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო. ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით. ისინი ვერ ბედავენ ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას, რომ თქვან არ მოსწონთ, საკუთარი რეალური განწყობა დააფიქსირონ, ქართველი ხალხი დასჯის, რომ თქვან მოსწონთ, პატრონების ეშინიათ. ამიტომ გაერიდნენ პარლამენტს ამ კვირაში, რადგან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე მიდის საუბარი. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც ისინი გაერიდნენ პარლამენტს და ბოიკოტი გამოაცხადეს. ეს არის ფორმალური ჩანაწერის გამოყენება, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ტესტი წარმატებით ჩააბარონ პატრონებთანაც და ქართველ ხალთანაც, მაგრამ შეუძლებელია. ყველა ხვდება, რომ ისინი ამ თემას ერიდებიან განზრახ იმიტომ, რომ ამ თემის მხარეს არიან. ისინი არიან ლბგტ პროპაგანდის არა აკრძალვის, არამედ დაშვების მხარეს. დღეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო მათი პოზიციის გასამყარებელი. ისინი ვერ ბედავენ ამის თქმას, გარედან თქვა ვენეციის კომისიამ. თუმცა საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ საქართველოში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება.