მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია „ნაცების“ დანაშაული მთლიანად გამოიძიო მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ბევრი ქეისი შეიძლება საზოგადოებას წარვუდგინოთ იმიტომ, რომ მსგავსი ქმედების ჩადენა ვეღარავინ გაბედოს

მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია „ნაცების“ დანაშაული მთლიანად გამოიძიო მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ბევრი ქეისი შეიძლება საზოგადოებას წარვუდგინოთ იმიტომ, რომ მსგავსი ქმედების ჩადენა ვეღარავინ გაბედოს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

შეუძლებელია „ნაცების“ დანაშაული მთლიანად გამოიძიო, რაც 12 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, პროკურატურაში, შესაბამის დეპარტამენტი იყო. მაგრამ თვალსაჩინოებისთვის, ბევრი ქეისი შეიძლება საზოგადოებას წარვუდგინოთ, გამოვიძიოთ საპარლამენტო კომისიის ფორმატში. იმიტომ, რომ მსგავსი ქმედების ჩადენა ვეღარავინ ვერ გაბედოს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა რამდენად სრულყოფილი იქნება საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.

მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც როგორც ჩანს არ ახსოვთ რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს.

„აღმოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც „ნაცთან“ ერთად დგანან და აპროტესტებენ ძალადობას. აპროტესტებენ თითქოსდა რუსული საქმის კეთებას. რუსთაველზე ებრძვიან რუსეთს ადამიანები, რომლებიც დგანან „ნაცების“ დაორგანიზებულ აქციაზე და მერე ბრაზდებიან, რომ ჩვენ თვითორგანიზებით ვართ აქ წარმოდგენილებიო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამ აქციებზე მდგომი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაასახელებს ერთ ფაქტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სასარგებლოდ გადადგა ბოლო 12 წლის განმავლობაში.

პოსტი ნახა: 56


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!