მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

12 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვდნენ.

მათ ღირსების ორდენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა.

ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსნის ღირსების ორდენზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება 20 დეკემბერს გააჟღერა. ღირსების ორდენზე წარსადგენ პირთა შორის იყვნენ: შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე.

პოსტი ნახა: 90


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!