მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა

11-10-2023 06:33
კატეგორიები: COVID-19

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიის ფარგლებში შესრულდა უნგრეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში მათი პირისპირ შეხვედრა შედგება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად გუშინ ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო დახვდნენ.

ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გარდა ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრისა, ხვალ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგება, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ხვალვე დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადების გაკეთება.

პოსტი ნახა: 356


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!