“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 11 აპრილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია არიან დაბარებული.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ხვალისთვის დაბარებულები არიან გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია, ორივესთვის ცნობილია. დადასტურებული აქვთ, რომ იციან, რომ მოწვეულნი არიან კომისიის წინაშე. ასევე, ხვალ გვყავს მოწვეული სოსო რობაქიძე, რომელიც არის ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა. ასევე, ხვალ, ჩვენ მოვისმენთ აფრასიძეების ცნობილ საქმეს“, -განაცხადა წულუკიანმა.