პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას მხარი დაუჭირა

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

მთავრობის მიერ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული პროექტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი სამინისტრო - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო დაემატება. კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.

კანონპროექტი 87 ხმით, ერთხმად მიიღეს.

პოსტი ნახა: 52


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!