პრემიერ-მინისტრი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

06-07-2023 05:46
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და მისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები.

ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით.

ირაკლი ღარიბაშვილმა იშიძუკა ჰიდეკის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ივატარე ოტარო ესწრებოდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პოსტი ნახა: 1129


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!