„ბავშვებისთვის უთქვამთ, გაგასეირნებთო და მერე ნავიდან ჩამოუყრიათ“ - რა დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში დაკარგულ 16 წლის მოზარდზე

„ბავშვებისთვის უთქვამთ, გაგასეირნებთო და მერე ნავიდან ჩამოუყრიათ“ - რა დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში დაკარგულ 16 წლის მოზარდზე

06-07-2023 06:50
კატეგორიები: COVID-19

მესამე დღეა, რაც 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში დაიკარგა. ოჯახის ინფორმაციით, 16 წლის ლუკა აბულაძე სამ მეგობართან ერთად ზღვაზე ე.წ. ბანანის ატრაქციონით ერთობოდა, რომელიც ზღვაში გადაყირავდა.

მოზარდის ოჯახის წევრები თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ზღვიდან გამოსვლა მხოლოდ სამმა შეძლო, თავად ლუკამ კი ვერ მოახერხა.

„ბავშვებისთვის უთქვამთ, გაგასეირნებთო. გაუყვანიათ ბავშვები 50 მეტრის დაშორებით. ბავშვები როგორც ჰყვებიან, ჩამოგვყარეს ნავიდან, ჟილეტები წაგვართვესო. შველას ვითხოვდითო. ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს, ზოგი იძახის გამოვიდა ლუკაცო, ზოგი ამბობს - არა“,- ამბობს რეზო აბულაძე. 

ბავშვის ბიძა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამაშველო ჯგუფს დახმარებას სთხოვს. 

პოსტი ნახა: 581


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!