რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირმა დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით რაიმე პროგრესის შესაძლებლობა - თუმცა, საქართველო, სავარაუდოდ, დარჩება კანდიდატ ქვეყნად

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირმა დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით რაიმე პროგრესის შესაძლებლობა - თუმცა, საქართველო, სავარაუდოდ, დარჩება კანდიდატ ქვეყნად

28-11-2024 22:07
კატეგორიები: პოლიტიკა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

„ევროკავშირმა უკვე დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით რაიმე პროგრესის შესაძლებლობა. თუმცა, საქართველო, სავარაუდოდ, დარჩება კანდიდატ ქვეყნად. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს სტატუსი გაუუქმდა, იყო ისლანდია მას შემდეგ, რაც მან ეს ევროკავშირს სთხოვა 2015 წელს, გაწევრიანების განაცხადის შეტანიდან 6 წლის შემდეგ“, - აღნიშნა რიკარდ იოზვიაკმა.

პოსტი ნახა: 718


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე