რუსულმა ძალებმა უკრაინას ღამით 201 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა მათგან 167 გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში დრონით თავდასხმის შედეგად კერძო სახლი დაზიანდა და 20 წლის ქალი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 12

რუსულმა ძალებმა უკრაინას ღამით 201 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა მათგან 167 გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონებით დარტყმა 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში დრონით თავდასხმის შედეგად კერძო სახლი დაზიანდა და 20 წლის ქალი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

ზაპოროჟიეს ოლქზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ, ქალაქი ვოლნიანსკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა სარეზერვო წყაროზე გადაერთო.

„მტრის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ვოლნიანსკის თემში 15 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სპეციალისტები მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ ელექტროენერგიის რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად“, - განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა.

ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე 3 პირი: 1995 წელს დაბადებული ვ.ა., 2004 წელს დაბადებული შ.მ. და წარსულში ნასამართლევი, 2005 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ბრალდებულებმა ბასრი საგნის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს 1980 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები დღეს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების გაზრდა დააანონსა. ევროკავშირის დიპლომატების თქმით, შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე