საახალწლო ღონისძიება გორში 28 დეკემბერს გაიმართება

საახალწლო ღონისძიება გორში 28 დეკემბერს გაიმართება

20-12-2023 05:00
კატეგორიები: COVID-19

28 დეკემბერს გორში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება. საახალწლო პროგრამა ქალაქის ცენტრალური მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ 14:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას გახსნის ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.

მთელი დღის განმავლობაში მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება კვების სივრცეები. 14:00 საათიდან ბავშვების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ.

18:00 - მდე პატარებისთვის მოწყობილი იქნება  ელფების სახელოსნო. საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ თოვლის ბაბუას და ზღაპრის გმირებს და იხილონ ქიმიური შოუ. საახალწლო ღონისძიება ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდება. კონცერტი ცენტრალურ მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც დაგეგმილია საზეიმო ფოიერვერკი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 472


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე