სახალხო დამცველი - ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას, სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა არჩევნები, არასწორი იქნება, ვინაიდან სახალხო დამცველი არ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია

სახალხო დამცველი - ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას, სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა არჩევნები, არასწორი იქნება, ვინაიდან სახალხო დამცველი არ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია

26-11-2024 15:47
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 341

ამ საკითხზე სახალხო დამცველი კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ არის, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საყოველთაო.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებებს ეყრდნობა.

„ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას. შესაბამისად, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ. სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა არჩევნები, არასწორი იქნება, ვინაიდან ჩვენ არ მოგვიხდენია არჩევნების დაკვირვება და შესაბამისად, სახალხო დამცველი არ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია“, - განაცხადა იოსელიანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე