საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის, რომელიც 7 სექტემბერს თბილისში გაიმართება, ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება, – ინფორმაციას „ჯვაროსნების“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას tkt.ge უზრუნველყოფს.

საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩით დაიწყებს საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B1 ჯგუფის თამაშებს, სადაც ჩვენი მეტოქეები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.

პოსტი ნახა: 776


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!