საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

17-07-2023 02:56
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, მარიუშ პიეტრ ჟაკმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, უწყებაში საელჩოს წარმომადგენელი მივიდა.

პოსტი ნახა: 1262


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!