შალვა პაპუაშვილი - დადგება ოქტომბერი და ვნახავთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას

შალვა პაპუაშვილი - დადგება ოქტომბერი და ვნახავთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას

10-03-2025 14:31
კატეგორიები: პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებით სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, რომელსაც როგორც „მარიონეტები“ გარედან იღებენ.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოოდ ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს.

„პროცესი სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები, ნაწილი ჩამოვიდა და ალბათ, ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის. ვხედავ მათ განცხადებებს, როგორ უნდათ გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციებია და მისი შესრულება. არჩევნებსაც რაც შეეხება, აქაც სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა, მე ამასწინათ ვთქვი, რომ საბოლოოდ, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს, დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს თანამონაწილეობს იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას ცესკო-ს იმ შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია და მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პოსტი ნახა: 554


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!