ჩხოროწყუში, შუახნის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც დენმა დაარტყა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.