ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა, ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი“ - სინოპტიკოსის პროგნოზი

ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა, ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი“ - სინოპტიკოსის პროგნოზი

10-01-2024 15:13
კატეგორიები: საინტერესო ამბები

სინოპტიკოსი იოანე მახარაძე მოსახლეობას 13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსის პროგნოზით, დედაქალაქში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცეს.

რაც შეეხება ამინდის გაუარესებით გამოწვეულ საფრთხეებს, იოანე მახარაძის თქმით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი.

„მომდევნო დღეებში საქართველოში რთული და ზოგჯერ, ზოგან საშიში მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი. არსებულ ნალექიანობას 13 იანვრის დილიდან დაემატება საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები, რომლებიც უხვ ნალექსა და ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევენ.

13-ში დილით დასავლეთის ქარი იქროლებს კოლხეთის დაბლობზე და იქნება ძლიერი ნალექი, რომელმაც დასავლეთ საქართველოში შესაძლოა მდინარეების ადიდება გამოიწვიოს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმა თოვლში გადავა.

მაღალ მთაში თოვლის საფარი 1 მეტრს გადააჭარბებს. თბილისში იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. შემოჭრილი ჰაერის მასები იმდენად გადააციებს ატმოსფეროს, რომ დედაქალაქში ტემპერატურის მგრძნობილობა (ქარის გამო) 14 იანვრის დილას -13 გრადუსი, ხოლო სამხრეთ საქართველოში (მაგ:დმანისი) -15 გრადუსი იქნება. ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი. ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობის საფრთხე და მეწყერი“, - აცხადებს სინოპტიკოსი. 

პოსტი ნახა: 441


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!