თბილისში ბაბუას და შვილიშვილს ესროლეს

თბილისში ბაბუას და შვილიშვილს ესროლეს

10-07-2023 04:34
კატეგორიები: COVID-19

თბილისში, ვაზისუბანში ბაბუას და შვილიშვილს ესროლეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ დაპირისპირებული მამაკაცების გაშველება სცადა, თავდამსხმელმა კი ორივეს ცეცხლი გაუხსნა.

ბაბუა და შვილიშვილი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ხანდაზმულ ბაბუასა და 32 წლის მამაკაცს დაზიანებები ზურგის და ფეხის არეში აღენიშნებათ.

პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 941


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!