უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი - ვიქტორ ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი - ვიქტორ ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

27-01-2025 20:46
კატეგორიები: პოლიტიკა

ვიქტორ ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კარმელიტების მონასტერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, ლიდერებმა ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხები განიხილეს“, - წერს ზოლტან კოვაჩი.

კოვაჩის ცნობით, „პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელისა და ჯორჯ სოროსის ქსელის თავდასხმები საქართველოს მშვიდობის მომხრე მთავრობის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს, ასევე უნდა შეწყდეს ევროკავშირის მიერ მისი ოპოზიციის დაფინანსება. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არის და მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს“.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უნგრულ-ქართული ურთიერთობები საერთო ღირებულებებზეა აგებული, მათ შორის კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და მშვიდობის მიმართ ერთგულებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უახლოეს წლებში საინვესტიციო და საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებისა და ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელობას, რათა ეს პოლიტიკური კავშირების სიძლიერეს შეესაბამებოდეს“, - აღნიშნავს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი.

პოსტი ნახა: 170


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!