ურსულა ფონ დერ ლაიენი კიტ კელოგს - ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს აშშ-სთან ერთად, რათა დასრულდეს სისხლისღვრა და ხელი შეუწყონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას, რასაც უკრაინა იმსახურებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიტ კელოგს - ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს აშშ-სთან ერთად, რათა დასრულდეს სისხლისღვრა და ხელი შეუწყონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას, რასაც უკრაინა იმსახურებს

18-02-2025 18:26
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 797

ევროპა გეგმავს გაზარდოს თავდაცვის წარმოება და ხარჯები, გააძლიეროს როგორც ევროპის, ისე უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან კეიტ კელოგთან შეხვედრაზე განაცხადა.

კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს უკრაინის ფინანსური სტაბილურობისა და თავდაცვის უზრუნველყოფაში და რომ უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირის ჯამური ვალდებულება 135 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ნებისმიერი სხვა მოკავშირის მიერ გაღებულ დახმარებაზე მეტია.

„პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ, პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ნებისმიერმა გამოსავალმა პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც ამყარებს უჭერს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. მან ასევე გამოხატა ევროკავშირის მზადყოფნა, იმუშაოს აშშ-სთან ერთად, რათა დასრულდეს სისხლისღვრა და ხელი შეუწყონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას, რასაც უკრაინა და მისი ხალხი სამართლიანად იმსახურებენ“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კიტ კელოგს შორის შეხვედრა დღეს, ბრიუსელში გაიმართა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე