ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე - შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე - შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ

18-02-2025 18:34
კატეგორიები: მსოფლიო

შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, კიევი არასდროს დათანხმდება რუსეთის ულტიმატუმებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

როგორც „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ომის დასაწყისში რუსეთმა უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა. კერძოდ, ზელენსკის თქმით, მოსკოვი მოითხოვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებას, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და ქვეყნის სათავეში პრორუსული ხელმძღვანელობის დაყენებას.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ ახლა მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკებები და იმავე განწყობით მიმდინარეობს, მაგრამ ისინი მიმდინარეობს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, კვლავ უკრაინის შესახებ და უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ჩვენ ყველაზე რთულ მომენტში არ დავთანხმდით ამ ულტიმატუმებს, საიდან არის ასეთი შეგრძნება, რომ ახლა უკრაინა ამას დათანხმდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქით, „არანაირი შეთანხმებები არ ყოფილა რუსებთან არც კიევის ოლქის ოკუპაციის დროს, არც ბელარუსში შეხვედრისა და არც თურქეთში შეხვედრის დროს“.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, არავისთვის არაფრის გარანტია არ მიმიცია, არავისთვის არაფერი არ დამიდასტურებია. მით უმეტეს, რუსეთის ულტიმატუმებზე დათანხმებას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოსტი ნახა: 326


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!