ვლადიმერ პუტინი - სიამოვნებით შეხვდება ტრამპს - რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან

ვლადიმერ პუტინი - სიამოვნებით შეხვდება ტრამპს - რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან

19-02-2025 19:15
კატეგორიები: მსოფლიო

სიამოვნებით შევხვდები ტრამპს, მაგრამ ჯერ საჭიროა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის საკითხზე მზად არის მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ ტრამპთან უბრალოდ შეხვედრა საკმარისი არ არის, საჭიროა "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა."

პუტინის თქმით, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი ევროპასთან ან უკრაინასთან დიალოგზე, მათ თავად "შეწყვიტეს მოსკოვთან კონტაქტები." პუტინმა აღნიშნა, რომ "სიამოვნებით შეხვდება ტრამპს", მაგრამ შეხვედრა მომზადებული უნდა იყოს. მან არ დააკონკრეტა როდის შეიძლება მსგავსი შეხვედრა შედგეს.

პუტინის თქმით, „რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“. მან განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ საუდის არაბეთში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგს და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებზე "სრულიად სხვა ხალხი" იყო - მიკერძოებისა და დაგმობის გარეშე.

პოსტი ნახა: 273


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!