ვოლოდიმირ ზელენსკი - არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ

19-02-2025 19:16
კატეგორიები: მსოფლიო

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსული ძალების სამიზნე კი უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკული ობიექტები იყო.

„ჯერ კიდევ გუშინ, ერ-რიადში გამართული ყბადაღებული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ისევ იტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მიზანში არ იღებენ. თითქმის პარალელურად კი, მათ მორიგი შეტევა დაიწყეს და დრონების გამოყენებით ელექტრო ტრანსფორმატორებს დაარტყეს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ. მათი ნდობა არ შეიძლება და მშვიდობის მიღწევისთვის მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

პოსტი ნახა: 262


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!