ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლტავაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლტავაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარების მიერ ქალაქ პოლტავაზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 41 ადამიანი ემსხვერპლა.

„ამჟამად არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ორი ბალისტიკური რაკეტით საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა. ნაწილობრივ დაინგრა კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის ცნობილია 41 გარდაცვლილის შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პოსტი ნახა: 830


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე