ახალი ამბები

07-03-2026 10:35

შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა, - ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს. „გემი უკრაინის სანქციების სიაშია. მისი საკუთრების სტრუქტურა დაუდგენელია და არსებობს ეჭვი, რომ დაზღვეული არ არის. გასულ ზაფხულს გემმა რუსული დროშა გვინეის დროშით შეცვალა“, - განაცხადა შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა. გამოცემა SVT უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რომ გემი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდან მარცვლეულის ქურდობაში იყო ჩართული. შვედეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, გემი სანქტ-პეტერბურგში მიცურავდა.

06-03-2026 11:55

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.