გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ,  “უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ,  “უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ

04-04-2024 15:46
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი „სერიოზული საფრთხეა“ გამოხატვის თავისუფლებისთვის.

“საქართველო: ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის”, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

პოსტი ნახა: 146


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!