„ორი ანგელოზი უდედოდ დატოვა...“ - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი სასიკვდილოდ გაიმეტა

„ორი ანგელოზი უდედოდ დატოვა...“ - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი სასიკვდილოდ გაიმეტა

04-04-2024 16:15
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 460

მელანო ქიზინიძეს ემშვიდობებიან.  34 წლის ქალი ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით, შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა.

ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

მკვლელობის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმაც, 41 წლის რაულ დეკანაძე ახლა კლინიკაშია გადაყვანილი.

საზარელ მკვლელობას შუახევში თვითმხილველები არ ჰყავს.

„მშვიდად განისვენე, იქ მაინც....“; „კიდევ ერთი არაკაცის მოკლული ქალი და დედა გამოასალმა სიცოცხლეს და ობლად დატოვა შვილები... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“; „იცნობდეთ! ცოლი მოსაკლავად გაიმეტა, ორი ანგელოზი კი უდედოდ დატოვა“ - წერენ სოციალურ ქსელში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე