იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 -2023 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოისმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 -2023 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოისმინა

10-06-2024 05:47

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 და 2023 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოისმინა.

სამსახურის დირექტორის, დავით სიმონიას განცხადებით, 2022 წელს სამსახურის მიერ წარმოებაში მიღებული იქნა 20 416 საქმე, გაწეულია 24 369 კონსულტაცია და კონსულტაციის ფარგლებში მომზადებულია 2 235 სამართლებრივი დოკუმენტი.

ანგარიშის თანახმად, დარგების მიხედვით სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ შეადგინა 12 467, სამოქალაქო სამართლის საქმეების რაოდენობამ - 4 728, ადმინისტრაციული სამართლის საქმეების - 1 927 , ხოლო ციხის კონსულტაციებმა - 1 294.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე იურიდიული დახმარების სამსახურმა აწარმოვა 1 887 საქმე, ხოლო ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე 2 378 საქმე.

2023 წლის ანგარიშის წარდგენისას, დავით სიმონიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში სამსახურმა წარმოებაში მიიღო 20 840 საქმე, გაწეული იქნა 24 539 კონსულტაცია, ასევე, 2023 წელს შექმნილი ახალი მობილური აპლიკაციის საშუალებით, რომელიც ანონიმური კონსულტაციების შესაძლებლობას იძლევა, გაწეულია 1 805 კონსულტაცია, ხოლო კონსულტაციების ფარგლებში შედგენილია 2 565 სამართლებრივი დოკუმენტი.

როგორც დავით სიმონიამ აღნიშნა, 2022-2023 წელს − იურიდიული დახმარების სამსახურმა დაასრულა ტერიტორიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დღეის მდგომარეობით სამსახური უკვე წარმოდგენილია 18 ბიუროთი და 42 საკონსულტაციო ცენტრით.

მისი თქმით, 2023 წელს უფასო სამართლებრივი დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პირველად ამოქმედდა იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი.

„ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი და ადაპტირებული ავტობუსი, რომელიც მუდმივ რეჟიმში გადაადგილდება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ისეთ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობა მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით. მობილური საკონსულტაციო ცენტრის საშუალებით, 2023 წელს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 500-ზე მეტ ადამიანს და აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცენტრის მომსახურებით მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა 2 000-მდე ადამიანმა“, - განაცხადა დავით სიმონიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დადებითად შეაფასა იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 და 2023 წლების საქმიანობის ანგარიშები.

„იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ხელმისაწვდომობის გაზრდამ ბევრ ადამიანს მისცა შესაძლებლობა სამართლებრივ დავებში უფასო იურიდიული დახმარება მიეღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პოსტი ნახა: 139


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!