„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს პრეზიდენტის ინიციატივას, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა წარადგინოს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს პრეზიდენტის ინიციატივას, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა წარადგინოს

13-10-2024 05:40

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა წარადგინოს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან“.

„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან". ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

პოსტი ნახა: 191


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!