ჯანმო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ პრეპარატს რეკომენდაციას აღარ უწევს

ჯანმო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ პრეპარატს რეკომენდაციას აღარ უწევს

20-03-2023 09:11
კატეგორიები: ახალი ამბები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაახლა რეკომენდაციები COVID-19-ის სამკურნალოდ და რეკომენდაციას აღარ უწევს ორი პრეპარატის გამოყენებას.

„როიტერსის“ ინფორმაციით, საუბარია პრეპარატებზე – Sotrovimab და Kazirivimab/imdevimab. ეს ორი პრეპარატი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოიყენებოდა COVID-19-ის სამკურნალოდ, მაგრამ უკვე მოძველებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები შეიცვალა მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა მედიკამენტების შეზღუდული კლინიკური ეფექტურობა კორონავირუსის უახლესი შტამების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჯანმო-ს დასკვნა უკვე მხარდაჭერილია აშშ-ში, სადაც ასევე არ არის რეკომენდებული სოტროვიმაბის და კაზირივიმაბის/იმდევიმაბის გამოყენება.

თუმცა, ორივე პრეპარატი კვლავ რეკომენდებულია ევროკავშირის ქვეყნებში გამოსაყენებლად.

ჯანმო-მ ასევე გააფართოვა რეკომენდაციები სხვა თერაპიისთვის ანტივირუსული პრეპარატი Remdesivir-ით, რომელსაც კომპანია Gilead აწარმოებს.

კერძოდ, ის ახლა გამოიყენება მძიმე COVID-19-ის მქონე პაციენტებში, ასევე ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

პოსტი ნახა: 548


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!