შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ახალი სასწავლო წლიდან I-IV და XI კლასის მოსწავლეები ზოგიერთ საგანში ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

2023-2024 სასწავლო წლიდან I-IV და XI კლასის მოსწავლეები ზოგიერთ საგანში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სახელმძღვანელოების განახლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

„2023-2024 სასწავლო წლიდან ახალი სახელმძღვანელოები შევა I და II კლასების ყველა საგანში, III და IV კლასების მუსიკასა და სპორტში და XI კლასის ყველა საგანში. სახელმძღვანელოების განახლება მიმდინარეობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ცნობისთვის, დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების შესარჩევად დაგეგმილი გრიფირებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.