შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გია ვოლსკი:  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია, რათა „ქართული ოცნებისა“ და ხალხის კონსოლიდაციისთვის დამატებითი რესურსები შეიქმნას 

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სწორედაც რომ მნიშვნელოვანია, რათა „ქართული ოცნებისა“ და ხალხის კონსოლიდაციისთვის დამატებითი რესურსები შეიქმნას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის დაბრუნებით მმართველი გუნდი იმ გამოწვევებს დაუპირისპირდება, რომლებიც შეიძლება, წარმოიშვას.

„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში სიტუაცია შეიქმნა, როცა საფრთხეები გაცილებით მწვავე გახდა. რასაკვირველია, ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სწორედაც რომ მნიშვნელოვანია, რათა „ქართული ოცნებისა“ და ხალხის კონსოლიდაციისთვის დამატებითი რესურსები შეიქმნას და ამით დავუპირისპირდეთ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება, წარმოიშვას. ამას გარდა, საერთაშორისო გამოწვევები არსებობს, რამაც შეიძლება, ქვეყანაზე გარე ზემოქმედება განაპირობოს. მსოფლიოს ახალი არქიტექტურის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც უნდა გარდაიქმნას სამშვიდობო თანამშრომლობის მიმართულებით. იმედი უნდა გვქონდეს, რომ მსოფლიოში მოლაპარაკებები თანამშრომლობისა და განვითარებისკენ წავა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ დასუსტებული ოპოზიცია ამ პირობებში რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. რეგიონსა და ქვეყანაში ასე თუ ისე ყველაფერი როცა დალაგდება, ოპოზიციას ის რესურსიც გამოეცლება, რაც ახლა დარჩენია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.