გორის ვიცე-მერმა ნიქოზში მოინახულა მოზარდი, რომელსაც  სტადიონზე დენმა დაარტყა

გორის ვიცე-მერმა ნიქოზში მოინახულა მოზარდი, რომელსაც სტადიონზე დენმა დაარტყა

24-09-2023 08:23
კატეგორიები: COVID-19
პოსტი ნახა: 1075

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც მოინახულა მოზარდი, რომელსაც გუშინ საღამოს სტადიონზე დენმა დაარტყა.

„საბედნიეროდ, ბავშვი კარგადაა. მერიის შესაბამისი სამსახურები კომპანიასთან ერთად შეისწავლიან საკითხს და გავიგებთ, რა მოხდა. სტადიონი არაა ჯერ ჩაბარებული, სამუშაოები არ დასრულებულა“, - განაცხადა გორის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დილიდან ადგილზე მუშაობს კომპანია, რომელიც ქვემო ნიქოზში სტადიონის მოწყობას ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები ამოწმებენ და არკვევენ, რამ გამოიწვია დენის გადატანა.

სტადიონის მშენებლობა ნიქოზში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები ჯერ არაა დასრულებული,
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ გორის მერიას არ ჩაუბარებია და არ მიუღია.

როგორც ირკვევა, სამუშაოების დასრულებამდე ბავშვების სტადიონზე, სავარაუდოდ, თვითნებურად შევიდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე