შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი პირი გაათავისუფლა

ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გათავისუფლებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გათავისუფლებული მძევლები არიან 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემდგომი სამედიცინო გამოკვლევებისთვის გადაყვანილნი არიან თელ-ჰაშომერის სამედიცინო ცენტრში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.