შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავი-თბილისის გზაზე ავტომობილი დაიწვა.

„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, „ტოიტას” მარკის მსუბუქ მანაქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

ავტომობილში მყოფმა 6-ვე პირმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.

მომხარმა რუსთავი-თბილისის გზაზე საავტომობილი საცობი გამოიწვია და მოძრაობა შეაფერხა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.