შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წინასწარი ინფორმაციით, პირის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი მოულოდნელად გახდა ცუდად. ის ადგილზე გარდაიცვალა.