ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა, რაც წინა წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. საუბარია, 9,379 მლნ კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წელთან შედარებით, 26.4%ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 73.7% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7% მოდის თბილისზე, 8.9 % - მცხეთა-მთიანეთზე, 8.4% - ქვემო ქართლზე და 6.7 % - იმერეთზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ამასთან, 2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 3,293 მლნ კვ.მ ფართობის, წინა წელთან შედარებით 23.7%-ით მეტი) 3 182 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19.9%-ით მეტი).
საქსტატის ცნობით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1% - თბილისზე, 13.1% - მცხეთა-მთიანეთზე, 12.0% - კახეთზე და 8.5% - იმერეთზე.