მათი დახმარება სასამართლოში აღარ მჭირდება

 


ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმის განხილვა გრძელდებ.


სხდომის დასაწყისში ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ განაცხადა, რომ ის საკუთარ ინტერესებს სასამართლო პროცესზე თავად დაიცავს და ადვოკატების საქმიდან ჩამოცილება მოითხოვა. მისი განმარტებით, პროცესები აროს პოლიტიზირებული და განაჩენი პროკურატურაში უკვე დაწერილია.


„გადავწყვიტე, რომ მოვიხსნა ადვოკატები.გთხოვთ, რომ სასამართლოდან გაათავისუფლოთ ისინი. მათი დახმარება სასამართლოში აღარ მჭირდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ მე სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ველოდები. ამ ქვეყანაში არანაირ ობიექტურობას არ ველოდები,“- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

Related posts