ახალ წელს მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფით ხვდება

 

>

ახალ წელს მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფით ხვდება.

 

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისელებისთვის დენის ტარიფი ერთნახევარი თეთრით იზრდება. მომავალი წლიდან ელექტროენერგიის საფასური იზრდება რეგიონებშიც და ის 1.28 ლარით მოიმატებს.

 

ტარიფის გაზრდის მიუხედავად, „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები საბოლოოდ კმაყოფილები არ არიან. სხდომის დასრულების შემდეგ მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ბევრი შეუთანხმებელი საკითხი დარჩა და ტარიფი გაანალიზებას საჭიროებს.

თრიალეთი TV