პოლიტიკა

ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძეს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება და მას ძალიან სამწუხარო რაღაცას ვეტყვი: ის გაიზიარებს გახარიას ბედს
8 წუთის წინ

ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძეს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება და მას ძალიან სამწუხარო რაღაცას ვეტყვი: ის გაიზიარებს გახარიას ბედს

პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ირაკლი კობახიძეს და მე მას ძალიან სამწუხარო რაღაცას ვეტყვი: მგონია, რომ ის გაიზიარებს გახარიას ბედს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიების შეფასებისას განაცხადა.

კითხვაზე, რატომ ჰგონია, რომ ირაკლი კობახიძე არის ის, ვისაც მოუწევს ამ საკითხზე პასუხისმგებლობის აღება, დოლიძემ განაცხადა: „იმიტომ, რომ გვაქვს ერთი პრეცედენტი და ეს პრეცედენტი ახლა ისვენებს გერმანიაში“.

„ეს პრეცედენტი არის „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებული, რომელიც, როგორც საჯილდაო ქვა, ჯერ იყო მისი [გახარიას] დაწინაურების საშუალება და შემდეგ მისი, როგორც განტევების ვაცის გამოყენების საშუალება, „ბრემენელ მუსიკოსს“ ვგულისხმობ, ქართველი ზუგანოვის პარტიის ლიდერს, იმიტომ, რომ მისი პარტია რასაც აკეთებს, სხვა არაფერია თუ არა დიქტატორის მეხამრიდობა. სამართლებრივად თუ ჩავეძიებით, ყველაზე მთავარი კითხვა დადგება, ვინ გასცა ბრძანება, რომ ეს იარაღი გამოყენებულიყო, ვინ იცოდა და ეს არ გააჩერა?! მარტო კობახიძე არა, აქ მთელი ჯაჭვია პირების“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელს არ შეიტანს, რადგან არ გახსნის „პანდორას ყუთს“ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში გააკეთა. ამასთან, ანა დოლიძის თქმით, BBC-ის ფილმში აისბერგის მხოლოდ წვერი გამოჩნდა.

„არავითარი სარჩელი BBC-ის წინააღმდეგ არ იქნება, იმიტომ, რომ ლონდონში მურუსიძე-ჩინჩალაძეს ხომ არ გადასხამენ? აქ ბედავენ, რომ სცადონ გაგვაჩუმონ, იმიტომ, რომ აკონტროლებენ მთლიანად სასამართლოს ხელისუფლებას, თორემ, ნურას უკაცრავად, ლონდონში ისინი ვერავის აკონტროლებენ და ვერანაირად ვერ გაბედავენ, რომ გახსნან „პანდორას ყუთი“, იმასთან დაკავშირებით თუ რა ჩაიდინეს საქართველოში. ამას არ გააკეთებენ თვითონ!

მე მგონია, რომ რაც BBC-ის ფილმშია, არის უბრალოდ აისბერგის ზედა ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ისე მოემზადებოდა ობიექტურობით გამორჩეული ეს მედიაორგანიზაცია, რომ მარტო მტკიცებულებების აისბერგის წვერს ვხედავთ, ამიტომაც ვერ იჩივლებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, განცხადებები გამოყენებული „ნივთიერების კვლევასთან“ დაკავშირებით, არის დროის გაწელვის მცდელობა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები