გორში, ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა

გორში, ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი, რეკრეაციული ზონა და სკვერი მოეწყობა. ამისათვის გორის ცენტრში მდებარე ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა და გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. საჩუქრის ღირებულება 1 550 000 ლარია. მისი ფართობი 21 813 კვადრატული მეტრია.

Related posts