არჩევნებზე ცესკოსა და საოლქო კომისიებში დამკვირვებლებს, სუბიექტებსა და მედიას სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ

2 ოქტომბერს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს კორონავირუსის ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ამასთან, ცესკოს ინფორმაციით, სწრაფი ტესტირება, ასევე, იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც. მათი განცხადებით, არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს.

94 ნახვა
desktop
mobile catfish