ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. ჩვენ უკვე 31 დეკემბრის გეგმაზე ვფიქრობთ. Სულ მალე მთელი ოჯახი დღესასწაულის მზადებას დაიწყებს. კორონავირუსის გამო მოგვიწევს ვიწრო წრეში ავღნიშნოთ ახალი წელი, მაგრამ წყლის ვეფხვის მოკრძალებულად შეხვედრა შეცდომაა.
როგორც ამბობენ, როგორც გაატარებ ახალ წელს, ასეთივე იქნება მთელი წელი, ამიტომაც, გიზიარებთ რჩევებს:

ასტროლოგი, პაველ გლობი ირწმუნება, რომ მომავალ წელს ზოგიერთ ნიშანს დიდად გაუმართლებს, თუ წლის დასაწყისში მთავარ სიმბოლოს არ გააბრაზებს. ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიცოდეთ, როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს.
როგორც ცნობილია, 2022 შავი წყლის ვეფხვის წელია. ჩინურ კულტურაში მას აღწერენ, როგორც არაპროგნოზირებად, მეამბოხე, ძლიერ და ვნებიან ცხოველს. წყლის ვეფხვი სითამამით და ენერგიულობით გამოირჩევა,Მაგრამ ასევე ის შეიძლება იყოს ნაზი,გულიხვი და ჰუმანური.
ის შეიძლება იყოს მოუსვენარი, ჯიუტი და ეგოისტი, ზოგჯერ აგრესიული, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი. სწორედ ამიტომ ყველაფერს უნდა ელოდოთ ამ წლისგან.
2022 წლის ბედნიერი ფერი – ნარინჯისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი გახლავთ. თუ თუ აპირებთ სახლში რემონტს მაშინ ასეთივე ფერები შეარჩიეთ. თქვენი სახლი მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. ეცადეთ ბუნებრივი ნაძვის ხე იქონიოთ და პლასტმასის სათამაშოები მოიშოროთ.

ეცადეთ ტანსაცმელში ყავისფერს მოერიდეთ. მომავალ წელს უბედურ ფრად ითვლება. თუ წლის სიმბოლოს გულის მოგება გსურთ, ყურადღება ზოლიან დეტალებს მიაქციეთ. აუცილებელი არაა რომ კაბა ვეფხვის პრინტით იყოს განწყობილი. საკმარისია, ანიმალისტური მანიკური ან თემატური თმის სამაგრი. მამაკაცს კი შეგიძლიათ ზოლებიანი წინდა ან ჰალსტუხი მოირგოთ.

საახალწლო სუფრა ნატურალური დეკორით გააფორმეთ: ნაძვის ხის ცოცხალი ტოტებით, ხის ფორმებით და სანთლებით. რაც შეეხება ფერებს აქაც უპირატესობა წითელ, ნაცრისფერ ან მწვანე ფერებს მიანიჭეთ.
თუ ახალ წელს აპირებთ საჩუქარი გაუკეთოთ ახლობლბს და საყვარელ ადამიანებს,აუცილებლად საინტერესო საჩუქარი უნდა შეარჩიოთ. თუ აპირებთ სახლში სტუმრობას ვინმესთან,ფუნქციური ან სიმბოლური საჩუქარი აჩუქეთ,საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სახლის დეკორი არ ითვლებაა.
წლის მთავარი ყვავილებია: ყვითელი შროშანი და ცინერარია. დიასახლისს ასეთი ყვავილი ნამდვილად გაახარებს.
ასტროლოგთა თქმით, ვეფხვი უპრეტენზიოა, ასე რომ, შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი კერძი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ვეფხვი მტაცებელია, რაც ნიშნავს, რომ თქვენს მაგიდაზე ხორცი აუცილებლად უნდა იყოს. ვეფხვი აფასებს მრავალფეროვნებას. დარწმუნდით, რომ მაგიდაზე კერძების დიდი არჩევანია. უპირატესობა მიანიჭეთ არა თევზს, არამედ ხორცს.

ვეფხვი აფასებს მრავალფეროვნებას. დარწმუნდით, რომ მაგიდაზე კერძების დიდი არჩევანია. უპირატესობა მიანიჭეთ არა თევზს, არამედ ხორცს. გაახარეთ ვეფხვი ლამაზი გარემოთი. ნუ გადატვირთავთ სუფრას ზედმეტი ალკოჰოლითა და გაზიანი სასმელებით, რადგან ამ წლის მფლობელს ეს დიდად არ უყვარს.
ვეფხვის წელს ხმაურიანად და მხიარულად უნდა შეხვდეთ და ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. ენერგია სხვა ხალხსა და ნეგატიურ ემოციებზე არ დახარჯოთ. გახსოვდეთ,როგორც დაიწყებთ ახალ წელს, ისეთი გექნებათ მთელი წელი.