სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები – გიორგი ღიბრაძე

სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღიბრაძის ინფორმაციით, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ კურორტზე მყოფმა დამსვენებლებმა რეგულაციები დაიცვან.

,,უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ეპიდვითარება და მოგახსენებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც დღეს განვიხილეთ და რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანი იქნება, რათა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს.

სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვინც სამთო კურორტებზე დასასვენებლადაა ჩასული, დაიცვას რეგულაციები. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე“, – უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

151 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish