პოლიტიკა

ეს იყო მცდელობა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ აეგორებინათ ახალი ტალღა,  თითქოს ქიმიური იარაღი გამოიყენებოდა. ეტყობა, „ნაცებში“ ავერიეთ, - ირაკლი ზარქუა, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ.
6 წუთის წინ

ეს იყო მცდელობა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ აეგორებინათ ახალი ტალღა,  თითქოს ქიმიური იარაღი გამოიყენებოდა. ეტყობა, „ნაცებში“ ავერიეთ, - ირაკლი ზარქუა, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ.

ეს იყო მცდელობა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ აეგორებინათ ახალი ტალღა, ახალგაზრდები და ძველგაზრდები შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს ქიმიური იარაღი გამოიყენებოდა [საპროტესტო აქციების დაშლისთვის]. ეტყობა, „ნაცებში“ ავერიეთ, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“.

მისი თქმით, „ჩვენი ქვეყნის გაშავება და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არავის შერჩება“.

„ეს იყო მცდელობა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ, აეგორებინათ ახალი ტალღა, ახალგაზრდები და ძველგაზრდები შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს ქიმიური იარაღი გამოიყენებოდა [საპროტესტო აქციების დაშლისთვის]. ეტყობა, „ნაცებში“ ავერიეთ. ახლა მცდელობა აქვთ, რომ ეს თემა თავიდან ბოლომდე ადგილობრივი აგენტურის დახმარებით ააგორონ. როგორც ახლა იხევენ უკან ცრუ მოწმეები და ამბობენ, რომ ჩვენ ასეთი რამ არც გვითქვამს და არც დაგვიწერიაო, გამოძიება დაწყებულია - არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის გაშავება და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ასე რომ, გამოძიება დაწყებულია და ბოლომდე მივა. მივა რეზულტატამდე და ის, ვინც მტრობს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს, პასუხის გარეშე არ დარჩევა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამავე თემაზე საუბრისას ზარქუამ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყება გააკეთებს იმას, რაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია.

„რაც საგამოძიებო ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, ამას გააკეთებენ. რაც შეეხება დასკვნას, რომელსაც ყველა ემიჯნება და ამბობს, ეს ჩემი ნათქვამი არ არისო, თქვენ არ გიჩნდებათ კითხვა, რაზე დაყრდნობით გააკეთეს ეს სიუჟეტი? რაზე დაყრდნობით ამბობენ? დასკვნა დევს?“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას მტკიცებით, თუ რაიმე ჭავლი იყო გამოყენებული საპროტესტო აქციებზე, შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც დღესაც არის არაევროკავშირის ქვეყნებში.

„თუ რამე ჭავლი იყო გამოყენებული, შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც დღესაც არის - რომ ნახოთ, ევროკავშირის ან არაევროკავშირის ქვეყნები, ყველგან გამოყენებულია წყლის ჭავლი. ამის იქით არ წასულა და დანარჩენი თუ ვინმეს განსხვავებული ნება აქვს, დაამტკიცონ“, - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები